დასახელდა ავტომობილების 12 ბრენდი, რომელთა მოდელებიც ყველაზე არასანდოა
1737054205
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ემოციური ვიდეომიმართვით დაემშვიდობა.
ფეხბურთელი მარადონას სტადიონზე ნიცასთან და დამიანესთან ერთად მივიდა. ხვიჩამ მადლობა გადაუხადა კლუბს, პერსონალსა და გულშემატკივრებს. წასვლამდე კვარაცხელიამ ქალაქის ცნობილი ადგილიც მოინახულა, სადაც ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო მარადონას დიდი მურალია გაკეთებული.
„ამ სტადიონზე დღეს, როგორც „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ბოლოჯერ შემოვაბიჯე... წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა.
...აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა. ახლა კი, აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და, რაც მთავარია, ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. დღეს აქ ჩემი ცხოვრების ორ მთავარ ადამიანთან ერთად მოვედი: ნიცა, რომელიც მუდამ ჩემთანაა და ყველა მნიშვნელოვან მომენტს ჩემთან ერთად იზიარებდა და ჩვენი დამიანე, რომელიც დღეს სტადიონზე პირველადაა. როცა წლები გავა და გაიზრდება, მინდა, ეს ვიდეო ნახოს და ამით იამაყოს...
ვიცი, ჩემი წასვლით გული ძალიან გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით...“, - ამბობს ხვიჩა ვიდეომიმართვაში.
ხვიჩამ იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ მაისურით ჯამში 85-ჯერ ითამაშა, გაიტანა 28 გოლი და 24 საგოლე პასი გააკეთა; ჩემპიონთა ლიგაზე მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ნეაპოლურ კლუბში ყოფნისას კვარამ მოიგო სკუდეტო, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.