"ღმერთმა მიცხონოს შენი სული" - დეკანოზი შალვა კეკელია ძმას ემშვიდობება

mama shalva

"ღმერთმა მიცხონოს შენი სული" - წერს მამა შალვა კეკელია ფეისბუქზე. დეკანოზს დღეს ძმა გარდაეცვალა. მოძღვარს სამძიმრის მესიჯები და კომენტარები მთელი საქართველოდან მისდის...

ზურაბ კეკელიას გარდაცვალების შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის ფეისბუქ გვერდი წერს.

დეკანოზ კეკელიას ძმა მშობლიურ კუთხეში - მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გადაასვენეს. 

დაკრძალვა - სამშაბათს, 21 იანვარს, 15 საათზე. 

"გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ზურაბი" - წერია ამ გვერდზე.