თაღლითებმა 53 წლის ქალს, ბრედ პიტის სახელით, მოტყუებით 850 000$ გამოსძალეს

თაღლითები

თაღლითებმა 53 წლის ფრანგ ქალს მოტყუებით $850 000 გამოსძალეს. მათ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფოტოები დააგენერირეს და ქალს დააჯერეს, რომ მას მიმოწერა ნამდვილ ბრედ პიტთან ჰქონდა.

ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეს, სახელად ენს, ვითომდა ბრედ პიტის დედა, ჯეინი დაუკავშირდა და დააჯერა, რომ მის შვილს ცხოვრებაში სწორედ ენისნაირი ადამიანი სჭირდებოდა. მოგვიანებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, თაღლითებმა მას პერსონალიზებული ფოტოები გაუგზავნეს, რომლითაც დააჯერეს, რომ ამჯერად მას მიმოწერა სწორედაც მსახიობთან ჰქონდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. მდგომარეობის არაკეთილსინდისიერად გამოყენებისა და მოტყუების გამო საქმე უკვე აღძრულია. ამასთანავე, ირკვევა, რომ თაღლითებმა მას თითქმის ერთი მილიონი დოლარი გამოსძალეს