VIDEO: თეთრი ბარათი ფეხბურთის ისტორიაში პირველად გამოიყენეს - ნახეთ რა ფუნქცია აქვს ყვითელისა და წითელისგან განსხვავებით

თეთრი ბარათი

ქალთა ფეხბურთში, “სპორტინგისა” და “ბენფიკას” მატჩის დროს მსაჯმა თეთრი ბარათი პირველად გამოიყენა.

რეფერიმ თეთრი ბარათი ექიმს უჩვენა, რომელმაც სათადარიგო სკამზე მყოფ ერთ-ერთ შეუძლოდ მყოფ პიროვნებას დახმარება გაუწია.

შესაბამისად, განსხვავებით ყვითელი და წითელი ბარათისა, თეთრი ბარათი დაჯილდოებისთვის არის განკუთვნილი და მსაჯი მისი გადაწყვეტილებით, უჩვენებს მას, ვინც შექებას დაიმსახურებს.

აღსანიშნავია, რომ გუნდების შეხვედრას 15 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, რაც პორტუგალიურ ქალთა ფეხბურთში სარეკორდო მაჩვენებელია.