რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
პირველად საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, "ფრირაიდის" კვირეულის ფარგლებში, ფრირაიდის მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო ეტაპები მიმდინარეობს.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორგანიზებითა და, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, მხარდაჭერით ტარდება.
ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.