1692302192
VIDEO: PSG-ს პრეზიდენტმა კვარას ინტერვიუ შეაწყვეტინა... - ნახეთ, ემოციური კადრები

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ PSG-ს პრეზიდენტმა კვარას დროებით ინტერვიუ შეაწყვეტინა და ჩაეხუტა.
ვიდეოს უამრავი დადებითი გამოხაურება აქვს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.
პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 (1:0, 2:1) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).
ფინალი 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“გაიმართება, სადაც „პსჟ“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.
ნახეთ, ვიდეო: