საპენსიო სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1746699788
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკრაინის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის” ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ აღმოაჩინეს. პოლიციამ ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.