პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც მომავალ ზაფხულს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, ისრაელის U21 ნაკრებიც ითამაშებს. თუმცა, ამჯერად, აღნიშნული მატჩი ყურადღების ცენტრში სულ სხვა რამის გამო მოექცა. ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გაი ლუზონმა თავის ფეხბურთელს, 22 წლის ზივ მორგანს სახეში ხელი გაარტყა.
47 წლის ლუზონს მოთამაშესთან მძაფრი დისკუსია ჰქონდა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და მცველს მოულოდნელად გაულაწუნა. უცნობია, რა იყო დისკუსიის მიზეზი.
კრიტიკის მიუხედავად, მწვრთნელი ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ეს მხოლოდ მოფერება იყო.
„ეს მხოლოდ მსუბუქი შემორტყმა იყო. მე რომ ვინმეს სახეში სილა გავაწნა, ამას სულ სხვანაირად იგრძნობს. ის რაც ნახეთ, სიყვარულით მოხდა. ჩემი გალაწუნებები გაცილებით სერიოზულად გამოიყურება ხოლმე. ის, რაც მორგანს გავუკეთე, ხელის მსუბუქი მოთათუნება უფრო იყო,” - უთხრა მან Times of Israel-ს.
— Out Of Context Football (@nocontextfooty) September 27, 2022