„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
ბრძოლა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამოცხადდა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
ჩემპიონმა გამარჯვების შემდეგ ქართულად იცეკვა: