გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე: დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება! თბილისმა თქვა თავისი სიტყვა - ღირსეულად, მტკიცედ და უდიდესი ნდობით

კალაძე

თბილისმა თქვა თავისი სიტყვა - ღირსეულად, მტკიცედ და უდიდესი ნდობით, - წერს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე სოციალურ ქსელში.

ის დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და თანაგუნდელებს გამარჯვებას ულოცავს. ბესიკ კალაძე მადლობას უხდის თითოეულ იმ ადამიანს ვინც თბილისის განვითარებას დაუჭირა მხარი.

„დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება! ვულოცავ ჩვენი დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს გამორჩეულ გამარჯვებას!

თბილისმა თქვა თავისი სიტყვა - ღირსეულად, მტკიცედ და უდიდესი ნდობით.

ქალაქი მადლობას უხდის იმ ადამიანს, ვინც წლებია თავდადებით, ღირსეულად და ღრმად გააზრებული ხედვით ემსახურება დედაქალაქს!

ეს გამარჯვება არის თბილისის განვითარების შეუქცევადი გზის დადასტურება!“, - წერს ბესიკ კალაძე.