VIDEO: „მე ვარ აქ მოგებისთვის...“ - „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ კადრებს გვიზიარებს

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 23 წლის ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

„ნაპოლი“ ამ ტრანსფერში 70 მილიონ ევროს და + ბონუსებს მიიღებს .ცნობილია ისიც, რომ „კვარა“ პარიზულ კლუბში 7- ნომრიან მაისურს მოირგებს. პსჟ-მ სპორტსმენს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.

პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებსა და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ხვიჩა“, - წერს სტატუსებზე პსჟ-ს ადმინი.

„ყოველთვის რთულია თქვა ნახვამდის. მე აქ მოგებისთვის ვარ“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ვიდეოში.