VIDEO: „მე ახლა მე-12 მოთამაშე ვიქნები“ - დავით ხოჭოლავა კარიერის დასრულებაზე საუბრისას ატირდა

დავით ხოჭოლავა

საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა, ტრავმების გამო, 31 წლის ასაკში დაასრულა.

Geo team აქვეყნებს სპორტსმენის ინტერვიუს, სადაც ის ფეხბურთიდან წასვლაზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.

„მიყვარს ეს ად­გი­ლი, ქა­ლა­ქი, კლუ­ბი. ძნე­ლია დამ­შვი­დო­ბე­ბა, მაგ­რამ ეს არ არის დამშვიდობება, რად­გან მე ახლა მე-12 მო­თა­მა­შე ვიქ­ნე­ბი. მადლობა ყველას, ფანებს, კლუბს, მწვრთნელებს, ფიზიოთერაპევტს, დიდებული სამი წელი იყო“, – ამბობს დავით ხოჭოლავა.