VIDEO: „მძულს ეს სპორტი“ - რუსი სპორტსმენის ემოციები

trusova

რუსი მოციგურავე, 15 წლის კამილა ვალიევა ოლიმპიურ მედალოსნებს შორის ვერ აღმოჩნდა - სპორტსმენმა ასპარეზობა ცრემლებით დაასრულა - მან მეოთხე ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალი რუს ანა შჩერბაკოვას ხვდა წილად, ვერცხლის მედალი კი ასევე რუსმა - ალექსანდრა ტრუსოვამ მოიპოვა. ბრინჯაოს მედალოსანი იაპონელი კაორი საკამოტო გახდა.

ვალიევა, რომელიც დოპინგთან დაკავშირებული სკანდალის გამო მსოფლიო ყურადღების ცენტრში იყო, შედეგების გამოცხადებისას ტირილს ვერ იკავებდა.

მისი შესანიშნავი გამოსვლებისა და ოთხმაგი ნახტომების გამო, თავდაპირველად, ოქროს მედლის პრეტენდენტად სწორედ ვალიევას მიიჩნევდნენ - მისი ოთხმაგი ნახტომები და შესანიშნავი პროგრამები სენსაციად იქცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სპორტსმენზე მნიშვნელოვნად იმოქმედა სკანდალმა და სტრესის გამო ბოლო გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ნახეთ ვიდეო

გავრცელდა ვიდეო, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ არის გადაღებული - ვალიევა ამბობს, რომ ეს სპორტი სძულს.

შეგახსენებთ, 15 წლის მოციგურავეს სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდა - პრეპარატი მან, სავარაუდოდ, დეკემბერში მიიღო.