დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ნაპოლი“ დიდი ზეიმისთვის ემზადება და ამავდროულად, გულშემატკივრებთან ერთად სხვადასხვა სახის კამპანიას აწყობს.
ერთ-ერთი ასეთი კამპანიის ფარგლებში, კლუბმა სოციალურ ქსელებში ყველაზე პოპულარული კომენტარების ავტორები გამოავლინა და მათ დიეგო მარადონას სტადიონსა და საწვრთნელ ბაზაზე უმასპინძლა.
გულშემატკივრებს „ნაპოლის“ ფეხბურთელები გაუმასპინძლდნენ და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, რომელმაც ჯერ ხელის თხოვნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი გულშემატკივრებთან ერთად, სპეციალურად დაწერილი საჩემპიონო სიმღერა იმღერა.
„რას გააკეთებდი „ნაპოლისთვის“ - ასეთია აქტივობის სახელწოდება, რომელსაც „ნაპოლი“ ახორციელებს და გულშემატკივრებს თავის საყვარელ ფეხბურთელებთან შეხვედრის შესაძლებლობას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, „ნაპოლი“ სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება და ფრის შემთხვევაშიც, იტალიის ჩემპიონობას სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდებს.