1772995280
VIDEO: „კაშია გამოვიდა და გუნდის სახელით მადლობა გადაიხადა, რა არ უნდა გადაეხადა?!“ - ნუკრი კაკილაშვილი
„კაშია გამოვიდა და გუნდის სახელით მადლობა გადაიხადა, რა არ უნდა გადაეხადა?!... მე უფრო გამიკვირდებოდა, რომ მადლობა არ გადაეხადა...მათ ჰყავთ წრეში შეძლებული ბიზნესმენები, მათი მხრიდან რომ გაკეთებულიყო ქველმოქმედება და აეღოთ, მაშინ მისაღები იქნებოდა ეს თანხა?! ყელში ეჩხირებათ ეს ადამიანი...“ - ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელმა, ნუკრი კაკილაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო მართლა გმირ ბიჭებს. უდიდესი საქმე გააკეთეს ამ ბიჭებმა ქვეყნისთვის, ქვეყნის სახელისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის. როგორი სიხარული და ბედნიერება გვაჩუქეს. მადლობა მათ კიდევ ერთხელ ამისთვის“, - განაცხადა ნუკრი კაკილაშვილმა.









