VIDEO: „გუტი ძალიან მიყვარდა... თეთრ მაისურს ვყიდულობდი და უკან 14-ს ვაწერდი“ - როგორ უპასუხა ესპანელმა ლეგენდამ კვარას

კვარა გუტი

მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი გუტი ესპანური სატელევიზიო გამოცემის El Chiringuito de Jugones-ის სტუმარი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

ესპანელ ლეგენდას „Geo Team-ის“ ვიდეო აჩვენეს, სადაც ქართველი ტალანტი მასზე საუბრობს.

„თოთხმეტი ნომერი მიყვარდა გუტის გამო, გუტი ძალიან მიყვარდა... მისი მაისური არ მქონდა ხოლმე, ჩვეულებრივ თეთრ მაიკას ვყიდულობდი და მარკერით უკნიდან 14-ს ვაწერდი.“ - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ  „Geo Team-თან“ მიცემულ ინტერვიუში. 

ამას მოგვიანებით გუტი გამოეხმაურა:

„ვიდეოს ნახვის შემდეგ გუტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა: არ ვიცოდი, მისი კუმირი თუ ვიყავი. კვარა, იმედი მაქვს, რეალში გადმოხვალ. ჩემს ხელმოწერილ მაისურს აუცილებლად გამოგიგზავნი.“ - თქვა გუტიმ.

 

@blanceksa ოცნებები ხდება🙏🏼❤️#ფორიუზე #fyp #kvaratskhelia #კვარაცხელია #ფორიუ ♬ Time Back(剪辑版) - DJMuchY