დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
წუხელ ქარელში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი: 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლამდე, წარსულში ნასამართლევი გ. ლ., რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც, ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაიღუპნენ.
სამართალდამცველებმა გ.ლ უკვე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ოქრო ბიჭი... საოცარი ადამიანი დააკლდა ოჯახს, ქვეყანას!“; „ჩვენი სოფლის საამაყო, კარგი ბიჭი, ჩვენი ვანო“; „ნათელი მათ, გმირები არიან ნამდვილად, ჩვენს სიცოცხლეს ხშირად საკუთარის ნაცვლად იცავენ“; - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
ასევე ნახეთ:
👉 ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული პატრულების ვინაობა - კადრები ადგილიდან
👉 კაცი, რომელმაც ავარიის დროს ორი პატრული მოკლა, წარსულში ნასამართლევია და არაფხიზელ მდგომარეობაში იყო