ცნობილია, ვინ განსჯის საქართველოსა და ესპანეთის მატჩს

ფრანსუა ლეტექსიე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. ახლახან, ცნობილი გახდა სამსაჯო ბრიგადის ვინაობა, რომელიც ჩვენთვის ისტორიულ თამაშს მოემსახურება.

შეხვედრის მთავარი მსაჯი ფრანგი ფრანსუა ლეტექსიე იქნება. მას სირილ მუნიე და მეჰდი რაჰმუნი დაეხმარებიან.

VAR-ზე ჟერომ ბრისარდი იმუშავებს, ხოლო მისი ასისტენტების ფუნქციებს ვილი დელაიო და პაოლო ვალერი შეითავსებენ.

მეოთხე რეფერი სერდარ გოზუბუიუკი იქნება. ლეტექსიემ მიმდინარე ევრო 2024-ზე ორი მატჩი იმსაჯა. 19 ივნისს, ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებების დაპირისპირებას გაუძღვა, 25-ში - დანიისა და სერბეთის თამაშს. 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგაზე, ლეტექსიე „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მეოთხედფინალურ თამაშს მოემსახურა, ევროპა ლიგაზე კი „რომასა“ და „ლევერკუზენის“ ნახევარფინალი განსაჯა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მერვედფინალურ დაპირისპირებას 30 ივნისს ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

წყარო