ცნობილია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის

ნაკრები

ერთა ლიგის პლეიოფში, საქართველოს ნაკრების მეტოქე სომხეთი გახლავთ. „ჯვაროსნები“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ და ცნობილია, თერთმეტეული, რომელიც ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე.

ცნობისთვის, ორმატჩიანი პლეიოფის განმეორებითი მატჩი, თბილისში, 23 მარტს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.