ცნობილია, რა თანხას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრები UEFA-სგან მერვედფინალში გასვლისთვის

ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპული თავგადასავალი გრძელდება. მერვედფინალის პირველ მატჩს საქართველო ესპანეთთან კელნში 50 000-ის ტევადობის სტადიონზე გამართავს.

"ჯვაროსნებმა" გერმანიის საგზურის მოპოვებისთვის, UEFA-სგან 9,25 მილიონი ევროს უკვე მიიღეს.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს. შესაბამისად, ეროვნულ ნაკრები 1.5 მლნ ევროს მიიღებს ჩეხეთთან ნათამაშები ფრის და პორტუგალიასთან მოგებული თამაშის გამო.

რაც შეეხება ისტორიის კიდევ ერთ ახალ ფურცელს, მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს, მეოთხედფინალისთვის - 2.5 მლნ ევროა დაწესებული, ნახევარფინალისთვის კი - 4 მლნ.

ფინალში დამარცხებული გუნდი დამატებით 5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება, გამარჯვებული კი - 8 მილიონით.

ჯამში, ჯგუფში ყველა თამაშისა და ევრო 2024-ის მოგების შემთხვევაში, ნაკრებს 28.25 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ერთადერთ დებიუტანტს, საქართველოს ნაკრებს, დამატებით "ქართუმ" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯილდოს სახით, ₾30 მლნ უნდა გადასცეს.