დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
წელს, პირველად საქართველოში გაიმართება ევრობასკეტი, ყველაფერი არის ამისთვის მზად, ჩვენ ვართ მზად, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევრობასკეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა.
„პირველ სექტემბერს გაიმართება პირველი თამაში. საქართველო ითამაშებს პირველ სექტემბერს და ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს საამაყო კალათბურთის ნაკრებს“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. შეხვედრები „თბილისი არენაზე“ გაიმართება.