1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს რაგბის ფედერაციის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის, ზურა შავგულიძის, ფედერაციის წარმომადგენლის, გოჩა ხონელიძის ხელმძღვანელობით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე რაგბის რეგიონული ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის, ჭიათურის, სოხუმის, ლენტეხის, წყალტუბოს და ცაგერის 12-მა გუნდმა, სულ 200-ზე მეტმა მოზარდმა მორაგბემ.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს ცაგერის სასპორტო სკოლის საშუალო და უმცროსი ასაკის გუნდებმა (მწვრთნელი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გელა ფირცხალავა). ღონისძიებას ესწრებოდა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი და მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებათა ხელმძღვანელი პირები, რაგბის გულშემატკივრები.