რატომ უკრძალავდა მესის პიცის ჭამას მწვრთნელი

მესი

ცნობილი ფაქტია, რომ სპორტი კვების თავისებურებებითაც გამოირჩევა. სპორტსმენები ცდილობენ, რაც შეიძლება ჯანსაღად იკვებონ და შედარებით ნაკლები კალორია მიიღონ.

პიცის ერთ-ერთი დიდი მოყვარული ლიონელ მესია. პსჟ-ს ვარსკვლავი მატჩების შემდეგ, ხშირად მიირთმევს პიცას და ამას არც მალავს. როგორც გაირკვა, „ბარსელონაში“ თამაშის დროს, პეპ გუარდიოლამ მას პიცის ჭამა აუკრძალა. თუმცა 7 ოქროს ბურთის მფლობელი მწვრთნელის მოთხოვნას არ ითვალისწინებდა.

როგორც გაირკვა, ამ საკითხში ჯიუტი მხოლოდ მესი აღმოჩნდა.

თავად ესპანელ სპეციალისტს პიცა დიდად არ უყვარს. პეპმა „მანჩესტერ სითიში“ თავის ფეხბურთელებს პიცა აუკრძალა და კვების რაციონიდან ამოიღო. გუარდიოლამ ეს ტრავმების პრობლემების გაუმჯობესებას დაუკავშირა.

გასულ სეზონში, „მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგა მოიგო და ფეხბურთელებმა პიცის წვეულება მოაწყვეს, რაზეც მოგვიანებით გუარდიოლა განრისხდა და თავისი ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა.