„ძალიან მიკვირს მოსახლეობის, რომელიც გიორგი ნაზღაიძეს უჭერს მხარს“ - ჟიურის მწვავე კრიტიკა

ჰაუსი

უკვე მესამედ, ხალხის მხარდაჭერით გიორგი ნაზღაიძემ აუტსაიდერის სკამიდან კვლავ მონაწილეების გვერდით გადაინაცვლა. მასთან ერთად „პრაიმ ჰაუსში“ როიალ გოდვინი დარჩა, ხოლო ლაშა მაზანაშვილმა პროექტი დატოვა. მანამ, სანამ ხმების დათვლის პროცესი დაიყწებოდა, ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა პიტო სეთურიძემ გიორგი მწვავედ გააკრიტიკა და მის გულშემატკივრებსაც მიმართა.

„მე არ მიკვირს, რომ აუტსაიდერების სკამზე კიდევ გიორგი ზის. ამოწერილი მაქვს და მინდა, წავიკითხო გიორგის სიტყვები, თუ როგორ მიმართავს მონაწილეებს მთელი კვირის განმავლობაში: „სულით პატარა“, „გაუნათლებელი ბოროტები“, „ბოღმები“, „საწყალი“, „სიკვდილი“, „მიგათრევდი“, „1%-იანი ქალი“, „აშარაშკა“. როცა ასე მიმართავ მონაწილეებს და მერე გიკვირს, რომ ვინმემ შენს წინააღმდეგ შეკრა კოალიცია, ეს მიკვირს. ძალიან მიკვირს კიდევ, მოსახლეობის, რომელიც გიორგის უჭერს მხარს, ამ ყველაფრის მერე, მაგ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ გრცხვენოდეთ,“ - განაცხადა ჟიურის წევრმა, რასაც მონაწილეების მხრიდან აჟიოტაჟი მოჰყვა.

გიორგი ნაზღაიძის თქმით, შეურაცხყოფაზე თვალებს ვერ დახუჭავს, „საწყალი“ კი ხუმრობის ფორმაა, რომელზეც ყველა ხალისობს.