გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. „ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზე „ანტალიასპორს“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
კვარაცხელია პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო. ამჯერად გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა, მაგრამ პირველი გოლი მის შეტევას მოჰყვა. მცველთან ორთაბრძოლისას ბურთი ჯაკომო რასპადორიმ მოიპოვა და ანგარიში გახსნა.
იტალიელი შემტევი მატჩის გმირი გახდა – მან დარჩენილ ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. მე-15 წუთზე მატეო პოლიტანომ, რასპრადორის გადაცემით, სხვაობა ორამდე გაზარდა. 55-ე წუთზე მეჰმედიმ ანგარიში შეამცირა, მაგრამ 6 წუთში „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე ისევ რასპადორიმ გაზარდა. საბოლოოდ, მატჩი იტალიელების გამარჯვებით დასრულდა – 3:2.
„ნაპოლი“ თურქულ შეკრებას 18 დეკემბერს დაასრულებს და კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს – ამჯერად გუნდი „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.