„ოჯახის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ...“ – გოგა მანია
1742931706
„თბილისი არენაზე“ პარაძიუდოში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს.
-70 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს გიორგი ქალდანი და ზურაბ ზურაბიანი შეხვდნენ. გიორგი ქალდანმა ჩემპიონობა იზეიმა, ზურაბ ზურაბიანი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ტურნირში მონაწილეობს 25 ქვეყნის 250-ამდე წარმომადგენელი, მათ შორის - მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონები.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.