სიმსივნის ნიშნები, რომელიც შესაძლოა ჭამის შემდეგ გამოვლინდეს
1743091637
დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები გამოდგება სწორედ იმისთვის, რომ დადასტურდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი არსებობს თუ რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. რომ სამწუხაროდ არ გაკეთდა არაფერი, რომ ეს ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები გამოდგება სწორედ იმისთვის, რომ დადასტურდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.