VIDEO: კვირა თუ ორშაბათი - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
1745056463
საფეხბურთო კლუბ „კვარტალს“ უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის ყოველწლიური ნომინაციის („საუკეთესო სამოყვარულო კლუბი“) ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
თბილისურმა კლუბმა ბრინჯაოს პრიზი სწორედ საფეხბურთო მოდელის ინკლუზიურობისთვის მიიღო, რადგან ასაკობრივ გოგონათა და ვაჟთა გუნდების, ასევე ქალთა საქართველოს ლიგის და ვაჟთა მოყვარულთა ლიგის გუნდის 260 მოთამაშეს აერთიანებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჯილდო „კვარტალის“ საპატიო პრეზიდენტს, იაკო ხომერიკს გადასცა.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის ჯილდო, 2010 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემათ ეროვნული ასოციაციებისა თუ ფედერაციებს მიერ სხვადასხვა კატეგორიაში წარდგენილ კლუბებს, პროექტებს და ინიციატივებს. უეფა-ს 55 წევრი სახელმწიფოს მიერ, საკუთარი ქვეყნიდან წარდგენილ ნომინანტებს, ფეხბურთის მმართველი ორგანო, თითო ნომინაციაში ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს პრიზებს გადასცემს.
ოქროს პრიზი ნორვეგიულ „სმორასს“ გადაეცა, ხოლო ვერცხლის პრიზი – ფინურ „ჰაკას“.
2018 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვერცხლის ჯილდო მოყვარულთა ლიგის პროექტისთვის მიიღო, 2020 წელს კი სფფ-ის „გრასრუტ კოორდინატორი“ ჯესი სურმავა, უეფა-მ „გრასრუტ ლიდერის“ ნომინაციაში მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტისთვის დააჯილდოვა.