ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახისთვის ჩარიცხულ მორიგ ტრანშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე.

„ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან და ამ ფულს ძირითადად ხარჯავს, რა თქმა უნდა, თავისთვისაც, მაგრამ იმ შეიარაღებისთვის, რომლითაც მერე ძალადობრივ აქციებს აწარმოებს. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.