თამარისის სპორტულ ცენტრში თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული, გუნდური საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში გაიმართება

ტურნირი

 29-30 მარტს,  11:00 საათზე, სოფელ თამარისის სპორტულ დარბაზში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება  ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის,სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი  ტრადიციული გუნდური საქართველოს  ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირი ჩატარდება 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სპორტსმენები.
ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენს 18 000 ლარს.
I ადგილი- 8 000 ლარი
II ადგილი- 6 000 ლარი
III ადგილი- 4 000 ლარი

აღსანიშნავია, რომ ქართული ჭიდაობა, იუნესკოს მიერ აღიარებულია მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.