კახეთში, 6 წლის ბავშვი სასტუმროს წყალსაცავში დაიხრჩო
1743437746
აღდგომის მარხვა ყველაზე მნიშვნელოვან და მკაცრ მარხვად ითვლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ასევე კათოლიკეებს შორის. მომარხულე ერთ–ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის, აღდგომისთვის ემზადება.
აღდგომის წინა დიდი დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 7 კვირა გრძელდება, 20 აპრილამდე. წელს კათოლიკეები აღდგომას ერთი კვირით ადრე აღნიშნავენ.
მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
29 მარტი მიცვალებულთა ხსენების დღეა.
ლოცვა მიცვალებულთათვის
სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა და მხევალთა ღვთისა, ყოველთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ქრისტიანეთა და მიეც მათ საუკუნო ხსენება. საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მათი!
7 აპრილი - ხარების დღესასწაული (ხსნილია თევზით).
12 აპრილი ლაზარეს აღდგინება (ხსნილია თევზით).
13 აპრილი ბზობა (ხსნილია თევზით).