„ჩემს ცოლს ვეხუმრე, მგონი, მთელი საქართველო აქ არის მეთქი“ - ზაზა ფაჩულია კვარასთან ჩავიდა

pachulia kvaratskhelia

ზაზა ფაჩულია ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ჩავიდა. მატჩამდე ადგილობრივი CBS  Sports Golazo საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავის შესახებ ესაუბრა. 

ხვიჩა კვარაცხელია მთელ საქართველოსა და ქართველ ერს წარმოადგენს. ჩვენნაირი პატარა ერისთვის ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. ჩემს ცოლს ვეხუმრე კიდეც, მგონი ნახევარი საქართველო მართლა აქ არის-თქო, რადგან „მარადონაზე“ ძალიან ბევრ ქართულ დროშას ვხედავ. ძალიან ვამაყობ. ჩვენს ქვეყანას კვარას სახით შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, ის ბავშვებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. 

პირადად მე, ნეაპოლში სან-ფრანცისკოდან ჩამოვედი, რადგან მსურს ჩემს ქართველ სუპერვარსკვლავს თანადგომა გამოვუცხადო.“ - თქვა ზაზა ფაჩულიამ.