„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ერთა ლიგაზე საქართველოსთან წაგებული (0:3) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.
„დასანანია, რომ შეცდომები დავუშვით, საქართველოს ნაკრებმა ამით ისარგებლა და სამი გოლი გაგვიტანა. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა ხასიათი და განწყობა დაკარგა და თამაშიც აირია. წაგების მიუხედავად, მსურს ბარსეგიანი შევაქო, რომელმაც თავის პოზიციაზე კარგად ითამაშა.
ახლა თბილისური მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალება რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, საქმე თბილისში გამოვასწოროთ“.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.