„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
რომში პაპის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
ცნობილია, რომ დაკრძალვას 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან მსოფლიოს ლიდერები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან. იქნებიან პრეზიდენტები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
ხალხმრავლობის პარალელურად, წმინდა პეტრეს მოედანზე იქნება სამართალდამცავთა უპრეცენდენტო რაოდენობა, უსაფრთხოების ზომებს ადგილობრივი კარაბინიერების გარდა დაიცავენ ეროვნული უსაფრთხოების ძალებიც, მობილიზებულები იქნებიან სნაიპერებიც.
შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა ვატიკანის გარშემო მდებარე ქუჩებზეც.
დაკრძალვის ცერემონია ხვალ დილით, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება. პროცესია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.