სოლომონ მანაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სოლომონ მანაშვილი

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველი ფალავანი დრამატულ დაპირისპირებაში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ გიორგი მეშვილდიშვილთან დამარცხდა.

დღესვე ტურნირზე ბრინჯაოს მედალს მირიან მაისურაძე (92 კგ) დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, აკაკი ქემერთელაძემ (70 კგ) ​და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბრატისლავაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.