„სამარცხვინოა, რომ ჩემი შვილი ხარო...“- თამუნა მუსერიძე დედასთან საუბრის დეტალებზე
1731790351
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ბათუმში საქართველოსთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1) უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რა თქვა რებროვმა: შეგახსენებთ, რომ საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველ ტაიმში საკუთარ კარში ბურთი საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვერკველიამ ჩაჭრა, თუმცა მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „მძიმე საფარზე რთული მატჩი გამოვიდა.
„შეგვეძლო მატჩის მოგება, მაგრამ ფრეს დავჯერდით. წინ კიდევ ერთი თამაშია და უნდა მოვემზადოთ. საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობდა და მასპინძლის ფაქტორი ბოლომდე გამოიყენა. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო, რის გამოც სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით.
ჩვენ ვიცით და ვაცნობიერებთ, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ, და ამიტომ ბოლომდე ვიბრძვით. მიხაილო მუდრიკმა ძალიან ბევრი იშრომა, ის ჩვენთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.
აღსანიშნავია, რომ საფარის მდგომარეობის გამო მან თავისი შესაძლებლობების 100% ვერ აჩვენა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას და იუხიმ კონოპლიას დაპირისპირებას, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაცვა ხვიჩას გაუმკლავდა.
გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ომის პირველივე დღიდან მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ“.