„შეგვეძლო მატჩის მოგება, მაგრამ...“ - რა თქვა უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა მატჩის შემდეგ
1731785358
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველომ უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, უკრაინულმა მედიამ აღნიშნულ დაპირისპირებაზე დაწერა.
„ბათუმში უკრაინის მზე ჩაესვენა. უკრაინამ საქართველო ვერ დაამარცხა. ჯვაროსნები წინა წაგების გამო შურისძიებას აპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. სანიოლის ფეხბურთელები აქტიურად ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას, მაგრამ უკრაინა პირველ ტაიმში ყველაფერს კარგად უმკლავდებოდა. მამარდაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა და საქართველო გადაარჩინა“, - წერს უკრაინული სპორტული გამოცემა.