წყალი 11 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1772655076
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:3, 6:1.
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩელენჯერის მერვედფინალში ბასილაშვილმა სწორედ ტომიჩთან წააგო, ამჯერად კი რევანში აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ამერიკელ ელიოტ სპიცერს (128-ე ადგილი რეიტინგში) შეხვდება. მატჩი 30 სექტემბერს შედგება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 104-ე ადგილზეა.