ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის" (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე, სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს:
,,სასწაული ხდება ხალხნო ნეაპოლის გზაზე, კვარა...კვარადონა...ჯეორჯიააა...გრაციე....ფორცა ნაპოლი! ფორცა ჯეორჯია... გზაზე მიმავალი მანქანები ასეთი შეძახილებით გვაცილებენ, სურათებს უღებენ ქართულ დროშას და ერთმა ჯგუფმა მოტოციკლეტიდან დროშის წაღება მოინდომა, მაგრამ მაკამ იმარჯვა.
არ გავბრაზდებოდი... ვაჩუქებდი.....ეს ნეაპოლია! ქალაქი! აუღებელი ციხესიმაგრე, სადაც საქართველომ საპატიო ადგილი დაიკავა! ამ გამარჯვების ავტორი კვარადონააააა", - წერს ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს „ნაპოლი“ ლივერპულს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.