ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 3 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის

მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები კაპროვანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ ნატანებში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 3 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური და შემკრები არხები  იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად, 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს  დასრულების ეტაპზეა.