საქართველოსთან თამაშის შემდეგ ჩვენ ყველანი თავს უხერხულად ვგრძნობთ - ბულგარელთა მწვრთნელი

მწვრთნელი

ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა გეორგი ივანოვმა ერთა ლიგაში გიბრალტართან შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ფეხბურთელებს ბევრად მეტი შეუძლიათ. ვესაუბრეთ და მიხვდნენ, რა შეცდომები დაუშვეს. ამ ბიჭებმა ბოლოს ურთულესი მატჩები გადაიტანეს. რაც მოხდა, ყველამ იცით. საქართველოსთან ნაკრებთან თამაშის შემდეგ ჩვენ ყველანი თავს უხერხულად ვგრძნობთ“, – განაცხადა გიორგი ივანოვმა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ბულგარელთა საკუთარ მოედანზე, რაზგრადში 5:2 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ბულგარელთა მთავარი მწვრთნელი იასენ პეტროვი თანამდებობიდან გადადგა, მის ადგილზე კი დროებით საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორი გიორგი ივანოვი დანიშნეს.