პენსია გაიზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
1732688359
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ბულგარელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ეროვნულ დღესასწაულს. ვსარგებლობ ამ შემთხვევით, რათა დაგიდასტუროთ ბულგარეთის რესპუბლიკის მზადყოფნა და სურვილი ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების და საერთო ინტერესების ყველა სფეროში ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან.
ამ მხრივ, ვსარგებლობ შემთხვევით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ბულგარეთის მთავრობის მზადყოფნა, შემდგომშიც ითანამშრომლოს თქვენთან თქვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის რეალობად ქცევის გზაზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია კირილ პეტკოვის მილოცვაში.