საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე

ოლიმპიადა

პარიზში ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან.

ორგანიზატორებმა ქვეყნების წარდგენა ორიგინალური ხერხით გადაწყვიტეს – დელეგაციები გემებით, ნავებითა და კატერებით მდინარე სენაზე ჩამოატარეს.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ასპარეზობებში 27 ივლისიდან ჩაერთვებიან.

2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები ათ სპორტის სახეობაში ჰყავს.

პარიზი 2024 - ნახეთ, ქართველი ოლიმპიელების გამოსვლის განრიგი