საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება - შეძენის წესები და პირობები

ეროვნული ნაკრები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები ვებგვერდზე TKT.GE გაყიდვაში დღეს, 13:00 საათიდან ჩაეშვება. ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება.

ბილეთის შეძენის წესები და პირობები შემდეგია:

1. ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.

2. მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას.

3. მგზავრი ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე.

EURO 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.