საქართველოს ნაკრები კალათბურთში ევრობასკეტის მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს

ნაკრები

საქართველოს ნაკრები კალათბურთში ევრობასკეტის მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს. ჩვენმა ბიჭებმა რიგაში ისტორიული შედეგი დადეს. მათ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საფრანგეთის ნაკრები ათ ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:70 დაამარცხეს.

ჩვენს გუნდს თამაშში უპირატესობა თავიდანვე ჰქონდა და შეხვედრა ძალზე დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შემდეგი შეხვედრა, უკვე მეოთხედფინალში პირველი მატჩი ფინეთის ნაკრებთან გვიწევს - გუნდებს შორის მატჩი 10 სექტემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გასვლას ქვეყნის პირველი პირები

დინამო არენადან გულშემატკივრობენ.