მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
თეთრ სახლში გამართულ ვახშამზე, სადაც აშშ-ის ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები შეიკრიბნენ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის ახალი „ონლაინ უსაფრთხოების“ კანონი გააკრიტიკა.
კანონი, რომელიც სოციალურ მედიაში ძალადობისკენ მოწოდებად მიჩნეულ პოსტებზე რეაგირებს, პრეზიდენტმა „სევდიანი“ და „არასწორი რამ“ უწოდა.
„იქ უცნაური ამბები ხდება. ისინი მკაცრ ზომებს იღებენ, რაც გასაკვირია, და ამის შესახებ [ბრიტანეთის] პრემიერ-მინისტრსაც ვესაუბრე. ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
ბრიტანეთის ახალი კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბრალი ედებათ სოციალურ ქსელებში კომენტარებით სხვებისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში.
კანონი ფართო კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ირლანდიელი კომიკოსი, გრემ ლაინჰანი ჰითროუს აეროპორტში დააკავეს ტრანსგენდერ ადამიანებზე აპრილში გაკეთებული პოსტების გამო. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მსგავსი კანონდარღვევებისთვის ყოველდღიურად ათობით ადამიანს აკავებენ.