„მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით..." - ცნობილი ექსტრასენსების პროგნოზები 2025 წლისთვის
1748893324
ავსტრიის ქალაქ გრაცში ევროპის ახალგაზრდულ თასზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა შვიდი მოპოვებული მედლით დაასრულა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ცნობით, ტურნირის ჩემპიონობა თორნიკე გიგაურმა(-66 კგ) და ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) იზეიმეს, ვერცხლი ნოდარ კობალაძემ (+100 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ გიორგი ჩანქსელიანი (-60 კგ), ნოდარ ალაფიშვილი (-100 კგ), გიორგი ბენდელიანი (-100 კგ) და გიორგი ბადუაშვილი (+100 კგ).
თორნიკე გიგაურმა უნგრელ ძიუდოისტს, ლუკა ქარელიშვილმა კი პოლონელ სპორტსმენს სძლია. ნოდარ კობალაძემ ფინალი ფრანგთან დათმო. გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ინდოელი, გიორგი ბადუაშვილმა კი სერბი დაამარცხა. ნოდარ ალაფიშვილმა რუმინელს მოუგო, - 100 კგ წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ბენდელიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი შეხვდნენ, გამარჯვება გიორგის ერგო.
ტურნირზე ქართველი ძიუდოისტები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.