სენატორი ლინდსი გრემი: თუ ომი დასრულდება ისე, თითქოს ჩვენ უკრაინა მივატოვეთ, ეს ავღანეთიდან გასვლაზე უარესი იქნება

სენატორი ლინდსი გრემი

აშშ-ის კონგრესის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ, თუ უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდება ისე, თითქოს ამერიკამ უკრაინა მიატოვა, ეს 2021 წელს ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლაზე უარესი იქნება.

„რაც შეეხება უკრაინას და რუსეთს. თუ ეს ომი დასრულდება იმდაგვარად, რომ რუსეთის გამარჯვების შთაბეჭდილებას შექმნის, ეს მთელ მსოფლიოს ცეცხლში გახვევს. ავღანეთიდან ჯარების გაყვანა საშინელი გადაწყვეტილება იყო. ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზი გახდა. ამ გარემოებამ ამერიკა მსოფლიოს თვალში სუსტად წარმოაჩინა. მე ეს პრეზიდენტ ტრამპისთვის პირადად მითქვამს და ახლა ამას საჯაროდ ვამბობ: თუ ეს ომი დასრულდება ისე, თითქოს ჩვენ უკრაინა მივატოვეთ, ეს იქნება უარესი, ვიდრე ავღანეთიდან გასვლა, სერიოზული დარტყმა მსოფლიო სტაბილურობაზე. და თქვენ არ მოისურვებთ, რომ თქვენი სახელი ასოცირდებოდეს ამ ყველაფერთან“, - აღნიშნა ამერიკელმა კანონმდებელმა.