საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2025-ის პირველ მატჩს პოლონეთთან გამართავს - თამაშების განრიგი ცნობილია

21 წლამდელები

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ, თამაშების განრიგიც ​ცნობილი გახდა.

რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიის, საფრანგეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

A ჯგუფი: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი

B ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია

C ჯგუფი: პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, საქართველო

D ჯგუფი: ფინეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია

სლოვაკეთში ტურნირი 2025 წლის 11-დან 28 ივნისამდე გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში ორი საუკეთესო გუნდი გადის.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პირველ თამაშს 11 ივნისს ჟილინაში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

11 ივნისი | ჟილინა, 23:00 პოლონეთი – საქართველო

14 ივნისი | ჟილინა, 23:00 საფრანგეთი – საქართველო

17 ივნისი | ტრენჩინი, 20:00 საქართველო – პორტუგალია

ევროპის ჩემპიონატის მატჩები სლოვაკეთის რვა სტადიონზე გაიმართება:

ბრატისლავა, ეროვნული სტადიონი – A ჯგუფის 3 მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი;

ტრნავა, ანტონ მალატინსკის სახელობის სტადიონი – A ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი;

დუნაისკა სტრედა, ​„მოლ არენა“ – B ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი;

„ნიტრას“ სტადიონი – B ჯგუფის 3 მატჩი;

ტრენჩინი, ​„სიხოტის“ სტადიონი – C ჯგუფის 3 მატჩი;

ჟილინას სტადიონი – C ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი;

„კოშიცე არენა“ – D ჯგუფის 3 მატჩი, ნახევარფინალი;

პრეშოვი, ​„ტატრან არენა“ – D ჯგუფის 3 მატჩი, მეოთხედფინალი;

პლეი ოფები

პირველი 1/4-ფინალი: A ჯგუფის გამარჯვებული – B ჯგუფის მეორეადგილოსანი;

მეორე 1/4-ფინალი: B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფის მეორეადგილოსანი;

მესამე 1/4-ფინალი: C ჯგუფის გამარჯვებული – D ჯგუფის მეორეადგილოსანი;

მეოთხე 1/4-ფინალი: D ჯგუფის გამარჯვებული – C ჯგუფის მეორეადგილოსანი;

ნახევარფინალები

პირველი 1/4-ფინალის გამარჯვებული – მესამე 1/4-ფინალის გამარჯვებული;

მეორე 1/4-ფინალის გამარჯვებული – მეოთხე 1/4-ფინალის გამარჯვებული.