1733342735
როგორ უნდა დაადგინოთ, რომ სახლი დაწყევლილია ან თავად ხართ გათვალული
წყევლა, ჯადო, გათვალვა რომ კარგს არაფერს მოასწავებს, ეს ყველამ იცის. ვერც იმას დაიჩემებთ, მე ამას ვინ გამიკეთებს, არავისთვის არაფერი დამიშავებიაო – მტერი ყველას ჰყავს… ამქვეყნად რა დალევს ბოროტსა და შურიანს. თანაც, ამ ყველაფრის რომ არც გწამდეთ, რა დაშავდება, თუ ბნელი ძალების გავლენის სიმპტომებს გაეცნობით და რამე საეჭვოს შენიშვნისთანავე, ნაცად საშუალებებს მიმართავთ. ასე, სხვისი დახმარების გარეშეც შეძლებთ, უბედურება თავიდან აიცილოთ. თუ როგორ უნდა მოიქცეთ ხსენებულ სიტუაციაში, ამ თემაზე ეზოტერიკოსი საუბრობს.
-ცუდი ამბები მიეწყო ერთმანეთს: ბევრს ავადმყოფობთ, გახშირდა სკანდალები სახლში, სამსახურშიც პრობლემებია და შესაბამისად, ფულიც გამოგელიათ. ერთი სიტყვით, ყველაფერი „ცუდადაა”. სახლში ამ უბედურების მიზეზი კი, დიდი ალბათობით, წყევლა და ჯადოა, ანდა ბოროტისგან პირადად თქვენ ხართ გათვალული…
– როგორ უნდა დავადგინოთ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ბოროტი ძალებია?
– ბოროტი თვალის არსებობას მოასწავებს შემდეგი ნიშნები, თუ: სახლში იპოვეთ უცხო ნივთები, ზღურბლზე ჭუჭყისა და სიბინძურის პატარა გროვა აღმოაჩინეთ, კარის ჩარჩოებში კი – ნემსის ან ქინძისთავის გადატეხილი ნარჩენები; ასევე, თუ სახლში მცენარეები ხმება, ცხოველები უცნაურად იქცევიან, საკვები სწრაფად ფუჭდება… და ეს ყველაფერი ხდება მიმდინარე ცხოვრებისეული უსიამოვნებების ფონზე. სიტუაცია არასასიამოვნოა, მაგრამ თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი, ვინც მასში აღმოჩენილა. სამწუხაროა, მაგრამ შური და სხვა მანკიერებანი ცუდ ადამიანებს სიმშვიდეს არ აძლევს და ბოროტ თვალს მეგობრისთვისაც კი არ „იშურებენ“. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ასეთი საყოფაცხოვრებო წყევლა, როგორც წესი, საკმაოდ ადვილი მოსახსნელია, რადგან მოყვარულებიც კი აკეთებენ ამას.
– რა უნდა ვქნათ?
– ამ სიტუაციას რომ გაუმკლავდეთ, არსებობს სამი გზა. პირველია: „დაივიწყო” და არაფერი გააკეთო – გჯეროდეს, რომ ყველაფერი თავისით „მოგვარდება”. ამ შემთხვევაში, წყევლის ეფექტი დროთა განმავლობაში მართლაც შესუსტდება. მაგრამ მისმა შედეგებმა შეიძლება სიცოცხლე კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მოგიწამლოთ. წვრილმანი წარუმატებლობები და უსიამოვნო სიურპრიზები 10 წლის შემდეგაც კი არ ქრება. მეორე გზაა, მიხვიდეთ პროფესიონალთან. ათასი ჯურის მკითხავსა და მკურნალს შორის უნდა მოძებნოთ კეთილსინდისიერი, რათა განზრახ არ გააზვიადოს პრობლემა და „ბუზი სპილოდ არ აქციოს“. ასეთ შემთხვევაში პროცედურა საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, შედეგი კი, რბილად რომ ვთქვათ, არ იქნება გარანტირებული. თანაც, კიდევ ბევრი „მაგიური სენი“ აღმოგაჩნდებათ, სასწრაფო მკურნალობას რომ საჭიროებს. მესამე მეთოდი, როგორც ჩანს, ყველაზე საიმედოა. გააკეთეთ ყველაფერი თავად, სრულიად უფასოდ და გარანტირებული შედეგით. ვრცლად